საქართველო ფიფას თებერვლის რეიტინგში 91-ე ადგილზეა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ფიფას თებერვლის რეიტინგში შეინარჩუნა 91-ე ადგილი 1267 წულით. რეიტინგის სათავეში კვლავინდებურად ბელგიის ნაკრებია 1765 ქულით. მეორე ადგილზეა მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები – 1733 ქულა. მესამე საფეხურს იკავებს ბრაზილია – 1712 ქულა. პირველ ათეულში შემდეგ მოდიან: ინგლისი, ურუგვაი, ხორვატია, პორტუგალია, ესპანეთი, არგენტინა, კოლუმბია.

საქართველოს ქალთა ნაკრებიც კვლავინდებურად 111-ე ადგილზეა 1145 ქულით. მართალია ჩვენმა ქალებმა 2 ქულა შემატეს თავიანთ მარაგს, მაგრამ ეს არ ასახულა რეიტინგში წინსვლაზე. პირველ ადგილს 2174 ქულით აშშ-ის ნაკრები იკავებს, ათეულში არიან: გერმანია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, შვეცია, ინგლისი, ავსტრალია, კანადა, ბრაზილია, იაპონია.

იხილეთ სრული ცხრილი: https://www.fifa.com/fifa-world-ranking/

წყარო: fifa.com

კომენტარები