„საქმე გვაქვს სრულიად თავზეხელაღებულ ბოროტ ძალასთან-საქართველოს ისტორიაში ბოლო ათწლეულებში არასდროს მომხდარა“-მიხეილ სააკაშვილი მელიას დაკავების შესახებ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ენმ-ის ოფისში სპეცდანიშნულების რაზმის შესვლისა და პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შესახებ აცხადებს:

-„საქართველოს ისტორიაში ბოლო ათწლეულებში არასდროს მომხდარა, ის, რომ ასეთი სახით, სრულიად მოგონილი მიზეზით დაეპატიმრებინათ მთავარი ოპოზციის ლიდერი. აქ საუბარი იმაზე კი არ არის, ვინმეს მოსწონს თუ არა ნიკ ა მელია, სააკაშვილი… ეს არის ის ძალა, რომელმაც შეძლო საქართველოში წარმატებული გამოცდილების შექმნა და ამას ებრძვის ივანიშვილი.

ივანიშვილის სპეცრაზმი მივა ყველგან, ყველა ლიდერთან, ვინც იბრძვის იმისთვის, – საქართველო გადაარჩინოს სასაოწარკვეთის და უბედურების სირატაკის ამ მძიმე ხვედრისგან. ისინი ამას გააგრძელებენ, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვთ, ჩვენც სხვა გამოსავალი არ გვაქვს, თუ არა, გავაგრძელოთ ბრძოლა გამარჯვებამდე.

საქმე გვაქვს სრულიად თავზეხელაღებულ ბოროტ ძალასთან. მასთან კომპრომისები არის შეუძლებელი. ჩვენ უნდა აუცილებლად გამარჯვებამდე მივიყვანოთ ჩვენი ბრძოლა – ეს ასეც იქნება, ეს იქნება მძიმე ბრძოლა. საქმე გვაქვს სრულიად თავზეხელაღებულ ბოროტ ძალასთან და მასთან კომპრომისები არის შეუძლებელი“.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს დააკავეს. 

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი, 19 თებერვალს წარადგინა. 

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადაიდო.

22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

კომენტარები