საქმის დასრულებამდე, სომხეთის ექს-პრეზიდენტი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

პირველი ინსტანციის სასამართლომ განხილვების დასრულებამდე, პატიმრობიდან სომხეთის მეორე პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი გაათავისუფლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას,  „sputnik-სომხეთი“ ავრცელებს.

ექს-პრეზიდენტს არ აღიარებული, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ყოფილი და ამჟამინდელი ლიდერები არკადი გუკასიანი და ბაკო სააკიანი თავდებში დაუდგნენ.

თითოეულმა მათგანმა გირაოს სახით 500 ათასი სომხური დრამი (დაახლოებით 1000 დოლარი) შეიტანა.

კოჩარიანის მიმართ საგამოძიებო განხილვები არ დასრულებულა. შეცვლილია მხოლოდ აღკვეთის ზომა.

2018 წლის 26 ივლისს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, კოჩარიანს საპროტესტო აქციების დარბევის შესახებ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, საკონსტიტუციო წყობის დამხობის ბრალდება წარუდგინა. ის ორი თვით დააპატიმრეს.

მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ეს ექს-პრეზიდენტის ხელშეუხებლობით ახსნა.

კოჩარიანი 2018 წლის დეკემბერში დააკავეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ 18 იანვარს და 15 მარტს მისი პატიმრობა ორი თვით ორჯერ გააგრძელა. თებერვალში სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ „საკონსტიტუციო წყობის დამხობის“ საქმის წინასწარი გამოძიება დაასრულა.

მეტიც, სომხეთის მეორე პრეზიდენტი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი.

„საუკეთესო სცენარი იყო საქმის დახურვა. ჩვენ კვლავ ვხედავთ მართლმსაჯულების რისკებს და გვსურს, დავინახოთ სახელმწიფოს ნაბიჯები ამ რისკების აღმოსაფხვრელად“, – განუცხადა ჟურნალისტებს კოჩარიანის ერთ-ერთმა ადვოკატმა არამ ორბელანმა.

საკონსტიტუციო წყობის დამხობის ბრალდება, 2008 წლის მარტში, წარედგინა ასევე, თავდაცვის ყოფილ მინისტრ სეირან ოგანიანს და გენშტაბის ყოფილ უფროს იური ხაჩატუროვს. საქმეში ასევე ყოფილი პრემიერი არმენ გევორქიანიც ფიგურირებს, ის აღნიშნული საქმის ფარგლებში მართლმსაჯულებისთვის დაბრკოლებების შექმნაშია ბრალდებული.

საქმის არცერთი ფიგურანტი, კოჩარიანის გარდა, არ დაუკავებიათ.

კომენტარები