საქსტატი: საქართველოში რეგისტრირებული ქორწინების საშუალო ასაკი გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალ სტატისტიკურ პუბლიკაციაში „ქალი და კაცი საქართველოში 2020“ წერია:

-„რეგისტრირებული ქორწინების საშუალო ასაკმა, 2009-2019 წლებში, სტაბილური ზრდა აჩვენა: ქალების ქორწინების საშუალო ასაკი 2009 წელს 26.5-ს შეადგენდა, 2019 წელს – 29.7-ს.

კაცების შემთხვევაში ანალოგიური ზრდა ნაკლებად იყო გამოხატული, მათი ქორწინების საშუალო ასაკმა შესაბამისად 30.2 და 32.6 წელი შეადგინა“.

პუბლიკაციაში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები ასახავს ქვეყანაში არსებული გენდერული თანასწორობის 2019 წლის ძირითად ტენდენციებს.

კომენტარები