საყოველთაო ვაქცინაციის მიუხედავად, ჩილეს დედაქალაქი იკეტება- მოსახლეობის 60%-მდე ვაქცინის ორივე დოზით

ჩილეში დედაქალაქი სანტიაგო ჩაიკეტა. ჩილეში მოსახლეობის 60%-მდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზითაა აცრილი. წერს BBC.

8 მილიონამდე ადამიანს, რომელიც სანტიაგოსა და მის შემოგარენში ცხოვრობს, 12 ივნისიდან სახლების დატოვება აეკრძალება.

24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში ინფიცირების 7 716 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა უმეტესობას სრული ვაქცინაცია არ გაუვლია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ჩილეში კოვიდინფიცირების 1.5 მილიონამდე შემთხვევაა გამოვლენილი.

კომენტარები