საყურადღებოა ჩვენი სამეზობლო სახელმწიფოები, 4 ქვეყანა. ეპიდსიტუაცია დაწყნარების უფლებას არ გვაძლევს“ – ამირან გამყრელიძე

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

-„საყურადღებოა ჩვენი სამეზობლო სახელმწიფოები, 4 ქვეყანა (რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი), რომელთანაც ჩვენ საზღვარი გვაქვს. სიტუაცია არის არასახარბიელო, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ.

შედარებით დაწყნარების ტენდენცია გამოჩნდა თურქეთში. მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. ირგვლივ მდგომარეობა ისეთია, რომელიც ყოველ წუთში შეიძლება გამწვავდეს. თუ ჩვენ სწრაფად გადავდგამთ გარკვეულ ნაბიჯებს საზღვრის გახსნის შესხებ, სწრაფად შეიძლება მივიღოთ ისევ და ისევ ეპიდაფეთქება“, –  განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები