„საყურადღებოზე უფრო მეტია, განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ  „რუსთავი 2“ -ის ეთერში განაცხადა:

-„ეპიდსიტუაცია ყველა ინდიკატორის მიხედვით უარესდება. საყურადღებოზე უფრო მეტია, პირველი განგაშის ზარი უნდა იქნეს შემოკრული. ეს საყოველთაო გავრცელების წინა ეტაპია, ამიტომ ამაზე ყველამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ, როგორ უნდა შეკავდეს ეს ყველაფერი.

პირველ რიგში, განსაკუთრებული დისციპლინით. ამიტომაც, დიდი თხოვნაა, ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც დღეს არის დაწესებული, არ დაგვჭირდეს დამატებითი, ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება.

ინფექცია თუ გავრცელდა და ინფექციის გავრცელების ინტენსივობა თუ მოიმატებს, რა თქმა უნდა, იძულებული ვიქნებით, საკოორდინაციო საბჭოზე უფრო მძლავრი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღების  საკითხი დავაყენოთ“.

კომენტარები