“საშვილიშვილო ცოდვა დაადებინეს ჩემს ქმარს ამ ულამაზესი ბიჭის”-ნატა ქიტესაშვილი

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ჯარისკაცის მეუღლე სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აწვეყნებს -“თაზოს ფოტოები ვნახე 😥
და…
მოვკვდი …😢
საშვილიშვილი ცოდვა დაადებინს ჩემს ქმარს ამ ულამაზესი ბიჭის. გაიუბედურა თავი და ჩემი მეუღლეც გააუბედურეს.
თქვენ გგონიათ მერაბი რომ გამოვიდეს ციხიდან (და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს), ამ ბიჭის ცოდვა ცხოვრების ნორმალურად გაგრძელების საშუალებას მისცემს?! არა და არა!

ხო, მეც მომიკლეს ქმარი! ის ისეთი ვერასოდეს იქნება როგორიც ადრე იყო! ისეთი ლაღი და მხრებში გაშლილი…

ქათამს ვერ კლავდა ეს მთასავით კაცი და კაცის მოკვლა მისთვისაც სიკვდილის ტოლფასია დამიჯერეთ.

ავღანეთში ერთი ჯარისკაცი აუფეთქდა ნაღმზე, თვეები არ ეძინა, სულ გიორგი ედგა თვალწინ, ის ბიჭი არ მომკვდარა გადარჩა, მაგრამ ინვალიდი დარჩა და სულ მასზე დარდობდა, ლოცულობდა, კითხულობდა მის ამბავს…

არ მოასვენებს არასდროს თაზოზე დარდი! 😥”წერს ნატა ქიტესაშვილი

შეგახსენებთ რომ რამოდენიმე დღის წინ გუდაურში დაპირისპირებას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა, ბრალდებული კი განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავეს.


მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები