„საშინელება აღმოვაჩინე, ვერაგი ვირუსი, სიძულვილის ვირუსი, კორონავირუსზე უარესი“ – ლადო კახაძე

-„21-ე საუკუნეში საშინელება აღმოვაჩინე. თითქმის განუკურნებელი ვერაგი ვირუსი, სიძულვილის ვირუსი, – კორონა ვირუსზე გაცილებით უარესია, გესლიანია, შხამიანია. მხოლოდ ამ სიძულვილის ვირუსით დაავადებულ ტვინს შეუძლია ხელი აღმართოს ოჯახზე, შეეხოს და წაბილწოს ოჯახის სიწმინდეები, უარყოს ოჯახში ჩაბუდებული რწმენა და სიყვარული, სითბო, ერთგულება, მსახურება, მიტევება, დათმობა, კულტურა, ტრადიცია, ადათი. მაგრამ, ამ ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაც ვიპოვე ,-სიყვარული. გიყვარდეთ თქვენი დიდი ოჯახი, თქვენი ქვეყანა, თქვენი სამშობლო, ჩვენი საქართველო. კორონა ვირუსს ეშველება, ც ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსის ელიმინაციასაც მოახერხებს მედიცინა. სიძულვილის ვირუსს რაც შეეხება, მივმართავ სრულიად საქართველოს, მივმართავ ჩვენი ქვეყნის ბინადრებს, – ოჯახისშვილნო, თქვენ გაქვთ ისტორიული შანსი 31 ოქტომბერს, საარჩევნო ყუთთან თქვენი კეთილგონიერი გადაწყვეტილების, არჩევანის მეოხებით, სავსებით უსაფრთხოდ, სამართლიანად და გამჭვირვალედ შეგიძლიათ ამ სივერაგის ვირუსის სრული ელიმინირება”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ.

კომენტარები