“საშინელება იცით, რა არის? ყველა რომ ვეთანხმებით მოთხოვნებში და თან ამ მოთხოვნებს “არაადეკვატურს” ვეძახით…” – ნინო ლაბარტყავა:

 – “სიცილი სიცილად, მაგრამ რეალურად, ძაან მეცოდება ის ბიჭი…
როგორი გაწბილებული იყო ამ ცხოვრებით, მთავრობებით, პოლიტიკოსებით, ბანკებით… იცოდა, რომ რაც არ უნდა ეყვირა, არავინ მოუსმენდა და ადგა და ბანკში შევარდა, ასე მაინც ხო მომისმენთო… თქვა ვაააბშე ყველას სათქმელი ხმამაღლა და მრავალწლიან სროკზე წავიდა…
რომ დავფიქრდეთ, სინამდვილეში ძალიან სევდიანი ამბავია…
და კიდევ უფრო საშინელება იცით, რა არის? ყველა რომ ვეთანხმებით მოთხოვნებში და თან ამ მოთხოვნებს “არაადეკვატურს” ვეძახით… არადა, ამაზე ადეკვატური მოთხოვნები რა გინდათ? რა თქვა “არაადეკვატური”? აი რა თქვა??
უბედურება ისაა, კაცმა საკუთარი თავი და ცხოვრების წლები გაწირა საციხედ იმისათვის, რომ ჩვენი სათქმელი ეთქვა…
ჩვენ კი, თავისუფლები, ვზივართ და ხმას არ ვიღებთ ამ პრობლებზე – “უტოპიად” ვთვლით მათ მოგვარებას და იმიტომ…
ხოდა, ძაან მთხლეები ვართ.
ესაა სიმართლე.
მთხლეები რომ არ ვიყოთ, დღეს ეს ახალგაზრდა არ შევარდებოდა ბანკში იმ მოთხოვნებით, რაც ჰქონდა.
ეს ბიჭი კი – ჯიგარია!”
– წერს ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა
კომენტარები