საშობაო ეპისტოლე – „სწორედ ამაზე იყო შეტევა, რატომ იყო ათეიზმი მოხსენიებული როგორც ნეგატიური მოვლენა…“ – გიორგი ქარდავა

„ალტ-ინფოს“ გადაცემა „არტერნატიული ხედვა“.

თემა: საშობაო ეპისტოლე – შეფასებები

სტუმარი:  გიორგი ქარდავა – პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” გენერალური მდივანი

-„მე რასაც ვაკვირდებოდი მთელი დღის განმავლობაში, ლიბერალური მხრიდან იყო შეტევის და უკმაყოფილების ორი დეტალი. ერთი იყო, რაც ეხებოდა ამ თითქოსდა საყოფაცხოვრებო ელემენტების შეტანას საშობაო ეპისტოლეში, არ ვიცი, საშობაო ეპისტოლეში რა კონტექსტში უნდა ჩამჯდარიყო ეს საყოფაცხოვრებო  საკითხები, უბალოდ, ვერ ვხვდები ამას! ან რატომ უნდა ყოფილიყო ეს პრეროგატივა უშუალოდ საპატრიარქოს, –  დენი გაძვირდა, გაზი გაძვირდა თუ სხვა საჭირბოროტო საკითხები;

მეორე შეტევის ერთ-ერთი მიზეზი იყო ათეისტების მიმართ კონკრეტული დამოკიდებულება. კონკრეტული დამოკიდებულება რას გულისხმობს? – დიახ, ქრისტიანული პერსპექტივით ათეისტობა არის მომაკვდინებელი ცოდვა, ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვა და სწორედ ამაზე იყო შეტევა, რატომ იყო ათეიზმი მოხსენიებული როგორც ნეგატიური მოვლენა…“, – განაცხადა გიორგი ქარდავამ.

ნახეთ გადაცემა

აქ: 👇

ვიდეო – https://fb.watch/ap8xuvvcHF/

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე

კომენტარები