„საშუალოდ გვაქვს 1000 აცრა, მაგრამ ეს ცოტაა – ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება დღეში სულ მინიმუმ 3000“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფიგნზე განაცხადა:

-„ახლა უკვე ვაქცინა არის სამყოფი – „ასტრაზენეკა”, არის “ფაიზერი”, უკვე შემოგვემატა ჩინური ვაქცინა “სინოფარმი”.  თავისუფლად შეგვიძლია ჩვენ გავზარდოთ რიცხვი. დღეიდან აცრებში ჩაერთო 55 წელს ზემოთ მოსახლეობა, დაემატა ასევე ორგანოგადანერგილთა და დიალეზზე მყოფთა ჯგუფები და მინიმალური დანაკარგით უნდა ავცრათ მაქსიმალურად მოსახლეობა, გთხოვთ კიდევ ერთხელ,  მაქსიმალურად დაგვიჭიროთ მხარი. ქვეყანაში აცრილია 11 603 ადამიანი, დღეში საშუალოდ გვაქვს 1000 აცრა, მაგრამ ეს ცოტაა, – ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება დღეში სულ მინიმუმ 3000 აცრა“.

კომენტარები