საცხოვრებელ კორუსში, 15 ნოემბერს გარდაცვლილი ქალი იპოვეს
გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ბინაში სამართლდამცავებმა ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, 66 წლის ქალი 15 ნოემბერს გარდაიცვალა, ოჯახის წევრებს ცხედარი დღემდე ბინაში ჰყავდათ.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
-„15 ნოემბერს, საღამოს 10 საათზე გარდაიცვალა. ძლივს დადიოდა. ყველაფერი უკვე… ის გამოვიდა წყობიდან. იყო 66 წლის. გულის შეტევა დაემართა, სულ პარალიზებული იყო. თვითონ არ ეგონა, ნუ, ვინ ელოდებოდა სიკვდილს. არ შევატყობინე პოლიციას. უსახსრობის გამო ვითმენდი, ნუ შეშინებული ვიყავი“, – განაცხადა „ტვ პირველთან“ გარდაცვლილის შვილმა.
-„მეზობლებმა გარდაცვალების შესახებ შემთხვევით გაიგეს. შემხვდა კიბეებზე ბიჭი, დედამისი მოვიკითხე, მითხრა, – გარდაიცვალა, შემდეგ, მე მივუსამძიმრე, თქვა, რომ არ გაუსვენებია, სახლში ჰყავს მიცვალებული“, – განაცხადა გარდაცვლილი ქალის მეზობელმა.