„საჭიროა,  ვაქცინაცია ჩატარდეს ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც არის შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა – ანაფილაქსიური შოკი იშვიათი შემთხვევაა და ვცდილობთ, სიფრთხილის“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა სუმია სვამინათანმა განაცხადა:

-„ანაფილაქსიის შემთხვევები (ძალიან სერიოზული ალერგიული რეაქცია ვაქცინის კომპონენტზე), დაფიქსირდა სხვა ვაქცინის გაკეთების დროსაც, საუბარია MRNA ვაქცინებზე, რომლებიც ფართოდ გამოიყენება მაგალითად, აშშ-ში. თუმცა ეს ძალიან იშვიათია, დაახლოებით 2-4 შემთხვევა მილიონში. პირველ რიგში, საჭიროა,  ვაქცინაცია ჩატარდეს ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც არის შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა. აუცილებელია,  ყველა ვაქცინირებული დაკვირვების ქვეშ იყოს დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.

აცრის შემდეგ ადამიანები იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ და სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ვაქცინაცია ტარდება, ხელმისაწვდომია აუცილებელი მედიკამენტები იმ პირების სამკურნალოდ, ვისაც ალერგიული რეაქცია განუვითარდება. მნიშვნელოვანია, ადამიანები დავარწმუნოთ, „კოვიდ-19“-ის პრევენციის სარგებელი ბევრად აღემატება ვაქცინაციის რისკებს“, – განაცხადა სუმია სვამინათანმა.

კომენტარები