„საჭიროა კიდევ უფრო მეტი წერტილოვანი შეზღუდვის დაწესება – იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები“ – ამირან გამყრელიძე

საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ ბრიფინგი გაიმართა.

-„ქვეყანაში საჭიროა კიდევ უფრო მეტი წერტილოვანი შეზღუდვის დაწესება. დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებაზე საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელეთ.

ეპიდემიის განვითარების ფონზე, ევროპის ყველა ქვეყანამ დააწესა გარკვეული ზოგან ძალიან მკაცრი, ზოგან შედარებით რბილი წერტილოვანი შეზღუდვები. ჩვენც მივდევთ ამ სტრატეგიას განსხვავებით გაზაფხულისა, როდესაც იყო სრული ლოკდაუნები. წერტილოვან შეზღუდვებს ქვეყანა თანდათან აწესებს, კიდევ უფრო მეტი საჭიროებაა წერტილოვანი შეზღუდვის დაწესების. ვფიქრობ, იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები.

სოციალურ ქსელში არსებული უკმაყოფილებისა და შენიშვნების მიუხედავად, ძირითად შემთხვევებში სიტუაცია მართვადია.

ვიცი, სოციალური ქსელიდან არის უკმაყოფილება, შენიშვნები, ძირითადში სიტუაცია მართვადია, ჰოსპიტალური, კოვიდ-სასტუმროები და საავადმყოფოები“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

2 775 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 044 შემთხვევა, აჭარაში – 503, იმერეთში – 526, ქვემო ქართლში – 207, შიდა ქართლში – 177, გურიაში – 89,სამეგრელო – ზემო სვანეთში – 117, კახეთში – 36, მცხეთა-მთიანეთში – 43, სამცხე-ჯავახეთში – 25, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 8.

გასული 24 საათში საქართველოში 22 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

შორის თბილისში – 8, აჭარაში – 6, იმერეთში – 7, ხოლო ქვემო ქართლში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 423 გარდაცვალების შემთხვევაა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 15 332 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. 4 489 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 638 – მძიმე პაციენტია, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 293. 2 446 ადამიანი კოვიდსასტუმროში იმყოფება, 8 397 კი სახლში მკურნალობს. საკარანტინო სივრცეში 3 160 ადამიანია მოთავსებული. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაშია 28 690 ადამიანი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 51 993 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 37 019-ს შეადგენს. გარდაიცვალა 423 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები