სახალხო დამცველი საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი სამართალდამცავ უწყებებს საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ თითოეულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიების ჩატარებისკენ და გამოძიების შედეგების თაობაზე საზოგადოების დროული ინფორმირებისკენ მოუწოდებს.
“თავისუფალ, თანასწორ და მშვიდობიან გარემოში არჩევნების ჩატარება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პრინციპია. უკანასკნელ პერიოდში, ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა ძალადობრივი ინციდენტის, მხარეებს შორის დაპირისპირების, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის, მოქალაქეთა ნებაზე ზეგავლენისა და ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო შემთხვევების თაობაზე, რაც პირდაპირ ნეგატიურ გავლენას ახდენს არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებაზე,”- წერია განცხადებაში.

კომენტარები