სახალხო დღესასწაული „გომისმთობა“ აღინიშნა

კურორტ გომისმთაზე სახალხო დღესასწაული „გომისმთობა“ აღინიშნა.

ღონისძიებას გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

„კურორტი გომისმთა გამორჩეულია თავისი უნიკალური ლანდშაფტით. ყოველ ზაფხულს უამრავ დამსვენებელს მასპინძლობს. დაწყებულია კურორტის ელექტროფიკაცია, დაგეგმილია მთისკენ მიმავალი ცენტრალური გზის კაპიტალური რეაბილიტაცია“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში, ზურაბ ნასარაიამ.

სახალხო დღესასწაული ყოველწლიურად, აგვისტოში იმართება.

კომენტარები