სახალხო მოძრაობა “არა ნაციზმს” – განცხადებას ავრცელებს:

“მოხდა ქვეყნის დამონება თავისუფლების სახელით!
დღეს ყველამ ნათლად დავინახეთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება მხოლოდ ფარატინა ქაღალდი ყოფილა, რომელიც თავზე გადაგვახიეს. „მეგობრებად“ წოდებულმა ჩვენმა დასავლელმა მმართველებმა ქართველ კრიმინალებს ჯერ პოლიტპა-ტიმრები დაარქვეს, ხოლო შემდეგ ხელისუფლებას მათი განთავისუფლება აიძულეს. სინამდვილეში დასავლელმა კრიმინალებმა ქართველი კრიმინალები გაათავისუფლეს!
მართალია, ყველა დამპყრობელი ყველა დროში მხოლოდ მფარველობას, სამართლიანობას და ბედნიერებას პირდება ხოლმე დაპყრობილ ქვეყანას, მაგრამ დაპყრობილი ქვეყანა საქმით მალე ხედავდა, რომ დამპყრობელს ის მხოლოდ საკუთარი მიზნების რეალიზებისთვის სჭირდება. ასიოდე წლის წინ საქართველოს გასაბჭოებაც თავისუფლების, სამართლიანობის და მშრომელთა უფლებების დაცვის სახელით მოხდა. მთელი 70 წელი ჩაგვჩიჩინებდნენ ამ ლოზუნგებს, თუმცა, რეალურად ქართველი კომუნისტების და კომკავშირლების სხვადასხვა დაჯგუფებები თვალებში შესციცინებდნენ მოსკოვის ცკ-ს და ყველაფერზე მიდიოდნენ, რომ მათზე გაეკეთებინათ არჩევანი და დაემტკიცებინათ, რომ სწორედ ისინი მართავდნენ უკეთესად ქართველ ხალხს და ისინი უფრო უკეთესად და უერთგულესად ამსახურებდნენ ქართველებს.
ჩვენ გულუბრყვილოდ გვეგონა, რომ 30 წლის წინ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე ერთი ბატონი მეორეთი შევცვალეთ, უბრალოდ, ცკ-მ მოსკოვიდან ვაშინგტონში და ბრიუსელში გადაინაცვლა. და ისევე როგორც ადრე მოსკოვიდან, ახლა ამ დედაქალაქებიდან გვინიშნავენ ხელისუფლებას, აქედან გვიბრ¬ძანებენ, ვინ დავაპატიმროთ და ვინ გავათავისუფლოთ, როგორი ცხოვრების წესია მისაღები და როგორი ტრადიციებია მიუღებელი და ა. შ. უბრალოდ ამას ახლა კომუნისტური იდეოლოგიის ნაცვლად „ადამიანის უფლებების, თავისუფლების და დემოკრატიის“ ღირებულებები ჰქვია.
სინამდვილეში საქართველო დღესაც დამონებული და დაჩმორებულია, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ქვეყანაში საკმაოდ დავრჩით ადამიანები, რომლებიც ვერ შევეგუებით რომე-ლიმე ქვეყნიდან მართვას, ვისაც არ გვინდა გარედან მართვა არც ერთი სხვა ქვეყნის დედაქალაქიდან, ვისაც საქართველოს დამოუკიდებლობა უნდა და არა ერთი ბატონის მეორეთი შეცვლა. ერთადერთი იმედი ასეთ ხალხზეა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ ბევრნი ვართ და მოგიწოდებთ ყველას, ვინც საქართველოს რეალური დამოუკიდებლობისათვის საბრძოლველად მზად არის, შეაფასეთ ეს პოზიცია და გავიდეთ ქუჩაში, რათა მონურად განწყობილ ყველა პარტიას დავანახოთ, რომ ქართველ ხალხს რეალური თავისუფლება და დემოკრატია უნდა და არა ლამაზი სიტყვებით შეფუთული მონობა, რომელსაც თავს გვახვევს პოლიტიკური ელიტა.

საქართველო გაიმარჯვებს, ჩვენ მოვიპოვებთ დამოუკიდებლობას!!!” – წერია განცხადებაში

კომენტარები