„სახელმწიფომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია და საკუთარი ვალდებულებებიც შეასრულა“

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა:

„ჩვენთვის პრიორიტეტულია საქართველოს ეკონომიკის გაძლიერება, მისი ინტეგრირება მსოფლიო ეკონომიკაში, ახალი აეროპორტების, საგზაო ინფრასტრუქტურებისა და ახალი პორტების განვითარება, ამ კონტექსტში, ანაკლიის პორტიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი.

სახელმწიფომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია და საკუთარი ვალდებულებებიც შეასრულა.

სახელმწიფომ შეისყიდა მიწები, რომელიც გადაეცა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პორტის აშენებისთვის, სახელმწიფო დაეთანხმა სუბორდინირებული სესხის უზრუნველყოფას, სახელმწიფომ ბიუჯეტში გაითვალისწინა თანხები რკინიგზისა და ძირითადი მაგისტრალის მისაყვანად. შესაბამისად, ვალდებულებები რომელიც სახელმწიფოს ჰქონდა აღებული თავის მხარეს, არის შესრულებული ან ვალდებულების შესასრულებლად გამოყოფილია კონკრეტული რესურსი. რაც რჩება ამ პროექტის განხორციელებისთვის არის ის, რომ კონსორციუმმა და ინვესტორებმა, ანუ კერძო სექტორმა შეასრულონ საკუთარი ვალდებულებები.

პირობების შესრულების მიზნით, მთავრობამ კონსორციუმს ვადა რამდენჯერმე გაუხანგრძლივა.

სახელმწიფოს თავისი ყველა ვალდებულება პირნათლად აქვს შესრულებული, ელემენტარულად არის უსაფუძვლო. ასევე იყო სპეკულაციები, რომ ახლა სახელმწიფო დაუყოვნებლივ შეუწყვეტს კონტრაქტს კონსორციუმს. ესეც აღმოჩნდა ერთდღიანი სპეკულაცია, რადგან დაინახეთ, რომ მთავრობამ წლის ბოლომდე გაუგრძელა ვადა კონსორციუმს. საპორტო ინფრასტრუქტურა ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი. თუ ამ პროექტს დღეს არსებული კონსორციუმი და კერძო სექტორი, რომელსაც აქვს ვალდებულებები აღებული, ვერ შეასრულებს, ამას პირველ რიგში, უნდა მიეცეს სათანადო შეფასება, რომ საზოგადოებამ გაიგოს, ვინ ვერ შეასრულა პირობა და მეორე – ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მცდელობა და მუშაობა, რომ ეს პროექტი განხორციელდეს და ვიმუშაოთ იმაზე, როგორი იქნება ამ პროექტის მომავალი“.

კომენტარები