“სახელმწიფოს პოლიტიკას,რომ საქართველოში ნებისმიერ ონკოლოგიურ პაციენტს უნდა ჰქონდეს გადარჩენის მაქსიმალური შესაძლებლობა და ცხოვრების ხარისხიანი წლები, ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივა და მთავრობის გადაწყვეტილება პასუხობს.”-თამთა მეგრელიშვილი:
იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს-
“სახელმწიფოს პოლიტიკას,რომ საქართველოში ნებისმიერ ონკოლოგიურ პაციენტს უნდა ჰქონდეს გადარჩენის მაქსიმალური შესაძლებლობა და ცხოვრების ხარისხიანი წლები,
ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივა და მთავრობის გადაწყვეტილება პასუხობს.
საყოველთაო ჯანდაცვით მოსარგებლე ადამიანებს, რომლებიც მძიმე სენს ებრძვიან, მკურნალობის სრული კურსის ჩატარების შესაძლებლობა ეძლევათ!
წარმოდგენილი პროგრამის ფარგლებში, სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სია ფართოვდება და შესაბამისად, თითოეული პაციენტის მედიკამენტებზე გამოყოფილი წლიური ლიმიტი 8 000 ლარით იზრდება.
მანამდე არსებული პროგრამით დღემდე, თუ 1972 მოქალაქე სარგებლობდა ახალი პროგრამის ფარგლებში, ამიერიდან ჯამში საქართველოს 40 ათასამდე მოქალაქე ისარგებლებს.
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულ ქუთაისის უნივერისტეტის ბაზაზე
საქართველოში ულტრათანამედროვე ცენტრი იქმნება.
ამით შესაძლებელი ხდება იმ ადამიანების ადრეული თერაპია, რომლებიც მძიმე სენს
ებრძვიან!
სიმსივნე განაჩენი არ არის!
სიცოცხლე ყველას უფლებაა!”-თამთა მეგრელიშვილი
მოამზადა ნათია ბერიძემ