სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „თავისუფალი საქართველოს“ იაფი მედიკამენტების პროგრამის ირგვლივ მოკვლევა დაიწყო
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „თავისუფალი საქართველოს“ იაფი მედიკამენტების პროგრამის ირგვლივ მოკვლევა დაიწყო.
პარტიის ლიდერი კახა კუკავა Facebook-ზე წერს:
„ჩვენ გავაგრძელებთ ამ კამპანიას და ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს დაპირებას, მიუხედავად იმისა, თუ რა შეფერხებებს შეგვიქმნის მაფია და მის მიერ კონტროლირებადი ცალკეული ინსტიტუტები.
„თავისუფალმა საქართველომ“ 21 ოქტომბერს ჯანდაცვის სამინისტროსაგან მედიკამენტების იმპორტისა და რეალიზაციის ნებართვა მიიღო, რისთვისაც ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს მადლობას ვუხდით“.
25 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ „თავისუფალი საქართველო“ თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტსა და შესასყიდ ფასად გაყიდვას იწყებს.
კახა კუკავამ თურქეთიდან სარფში 20 დასახელების მედიკამენტი შემოიტანა.
თურქეთთან, რუსეთთან და სომხეთთან შედარებით საქართველოში წამლების ფასი რამდენჯერმე აღემატება ამ ქვეყნებში არსებულ ფასს. საქართველოში მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებულ პრობლემას ბაზარზე არსებული მონოპოლისტი კომპანიები ქმნიან.