სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მნიშვნელოვანია ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების შესახებ ინფორმაცია წარადგინეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მნიშვნელოვანია ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესები, განსაკუთრებით როდესაც საქმე ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემოს გაუარესებას ეხება.

სუს-ის მხრიდან ცალსახად გაესვა ხაზი ოკუპაციის პირობებში, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ პოლიტიკური პროცესების არალეგიტიმურობას. შეხვედრის ფარგლებში, ასევე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების ვითარება, სადაც აქცენტი უსაფრთხოების სტაბილური გარემოს მნიშვნელობაზე გაკეთდა“.

კომენტარები