სახლში მომზადებული საზამთროს ნაყინი
მოსამზადებლად დაგჭირდებათ
რძის ყინულისთვის:
- 330 გრ. რძე,
- 90 გრ. შედედებული რძე,
- 120 რგ. წყალი.
შერბეტის მოსამზადებლად:
- პატარა საზამთრო,
- ვანილის ნაყინი,
- 100 გრ. შედედებული რძე.
მომზადება
რძის ყინული:
- აურიეთ ერთმანეთში ზემოთ მოცემული სამი ინგრედიენტი და მინიმუმ 4 საათით საყინულეში მოათავსეთ;
- საზამთრო შუაში გაჭერით და შიგთავსი ნაყინის კოვზით ამოიღეთ;
- გაყინული რძე გამოიღეთ და ჩანგლით ბურბუშელად აქციეთ;
- საზამთროს ცარიელ ქერქში მოათავსეთ გაყინული რძის ბურბუშელა და ზემოდან საზამთროს რგოლები დააწყეთ. ამ ყველაფერს ვანილის ნაყინის ერთი რგოლი დაადეთ და შედედებული რძე ბლომად დაასხით.
იხილეთ ვიდეო:
კომენტარები