საჯარო სამსახურში მომუშავე პირები ღიად გვიდასტურებენ, რომ მასიურად მხარს უჭერენ ოპოზიციას – ზაალ უდუმაშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” საარჩევნო შტაბში მორიგი ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ზაალ უდუმაშვილმა საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ “ქართული ოცნების” დაკვეთის შესრულებას და მხარს უჭერენ ოპოზიციას:

“საჯარო სამსახურში მომუშავე პირები ღიად გვიდასტურებენ უკვე რომ მასიურად მხარს უჭერენ ოპოზიციას,”- აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

ენმ-ს წარმომადგენელი აცხადებს, რომ რიგ ადგილებში ხელოვნურად ხდება ამომრჩევლის ნაკადის შეფერხება, რათა ადამიანები რიგში დაიღალონ და  აღარ შევიდნენ საარჩევნო უბანზე.

“ახლა არის გადამწყვეტი ეტაპი, გამოვიჩინოთ მაქსიმალური მოთმინება და მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევაში ხელოვნურად არის შექმნილი ეს რიგები, დავდგეთ რიგში და საბოლოოდ მივცეთ ხმა იმ პარტიას, რომელიც ჩვენთან ყველაზე ახლოს არის,”- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა და ცესკოს მოუწოდა საკითხი დროულად დაარეგულიროს.

 

წყარო: “rustavi2.ge”.

კომენტარები