საჯარო უწყებებში სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმები ჩამოყალიბდება –  ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის

პრემიერ-მინისტრის ადამიანის უფლებათა საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის გადაწყვეტილებით, საჯარო უწყებებში სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმები ჩამოყალიბდება.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები, თავშესაფრის შემდგომი პროგრამები ძალადობა გამოვლილი ადამიანების ეკონომიკური გაძლიერებისთვის, ბავშვობის ასაკში ქორწინების პრაქტიკების აღმოფხვრა და სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმები.

ამ საკითხებზე გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრაზე იმსჯელეს.

კომისიის წევრებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს მიმდინარე სამუშაოების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

სამომავლო ნაბიჯებზე საუბრისას, აღინიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, ძალადობაზე რეაგირების მიმართულებით საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს იმ საერთაშორისო თანამშრომლობაზე, რომლის ფარგლებშიც საქართველო საკუთარ გამოცდილებას სხვა ევროპულ ქვეყნებს გაუზიარებს.

კომენტარები