“საჯარო ცხოვრებაში თუ ავატარი არ გაიკეთე, რომელსაც საზოგადოებრივ აზრს მიუგდებ, ხოლო მგრძნობიარე “მე” მხოლოდ ადამიანების ძალიან ვიწრო წრეს არ შეუნახე, ისე არაფერი გამოვა”-თამარა ჩერგოლეიშვილი:

თამარა ჩერგოლაიშვილი სოციალურ ქსელში წერს-

“საჯარო ცხოვრებაში თუ ავატარი არ გაიკეთე, რომელსაც საზოგადოებრივ აზრს მიუგდებ, ხოლო მგრძნობიარე “მე” მხოლოდ ადამიანების ძალიან ვიწრო წრეს არ შეუნახე, ისე არაფერი გამოვა.

ხალხი თქვენს ემოციებზე არ ფიქრობს.

საკუთარი ემოცია აქვს იმის მიმართ, რასაც განასახიერებთ მათ თვალში და რასაც განასახიერებთ, იმას ეჩხუბებიან და ეფერებიან.

თუ გჯერათ, რომ მართალია ის იდეები რასაც განასახიერებთ – ურტყან იდეებს, იდეებს არაფერი ტკივათ.

თუ გაიმარჯვა იდეებმა, ცოტა ხანს ყველა მოგეფერებათ. მაგრამ, აქაც, თქვენ არაფერ შუაში ხართ – გამარჯვებულები უყვართ უბრალოდ.

რაც შეეხება ემოციებს – თავად უნდა იზრუნოთ საკუთარ ემოციურ უსაფრთხოებაზე და ემოციური “მე” თქვენთვის გყავდეთ.

ტყუილად გაქვთ იმედი, რომ
საზოგადოებრივი აზრი ვინმეს დაინდობს – ის by default სასტიკია და არაფერი პერსონალური ამაში არ არის.

P.S. ყავას რომ ვსვამ ნისლში, სულ ფილოსოფოსობა მინდება. ”

წერს ჩერგოლეიშვილი

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები