„სელტას“ ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანს ფეხი სახეში მოარტყა (ვიდეო)

სანტიაგო ბერნაბეუზე, ესპანეთის ჩემპიონატის „რეალისა“ და „სელტას“ მატჩის მეორე ტაიმში „სელტას“ მცველი ჯოზეფ აიდუ მოედნის გვერდით ხაზთან წაიქცა და იქვე მდგარ „რეალის“ მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს დაეჯახა.

დაცემის მომენტში ფეხბურთელის ფეხი ფრანგს სახეში მოხვდა, შეჯახება იმდენად მოულოდნელი და უხეში იყო, რომ ზიდანი გაზონზე დაეცა, იუწყება life.ru

მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ზიდანმა ეს ეპიზოდი შემთხვევითობად შაეფასა, თუმცა ისიც თქვა, რომ მე ჩემი დამემართაო. მატჩი კი ფრედ 2:2 დასრულდა.

წყარო: life.ru

კომენტარები