სენტიმენტები არ გამაჩნია ირაკლის მიმართ , თუმცა არავის დაჭერა არ მიხარია

ოქრუაშვილმა იცოდა ,რომ დაიჭერდნენ , მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ჩამოვიდა, პარიზიდან – თბილისში . სენტიმენტები არ გამაჩნია ირაკლის მიმართ , თუმცა არავის დაჭერა არ მიხარია, მაგრამ როდესაც იცი ,რომ საკანში აღმოჩნდები და მაინც ჩადიხარ იქ შენი ფეხით , სადაც შენი დაკავების უზრუნველყოფისთვის , ყველა წინა-პირობა შექმნილია, თანაც ორჯერ უკვე იყავი დაკავებული , როგორც წინა , ისე დღევანდელი ხელისუფლების პირობებში , პოლიტიკაში ასეთი ნაბიჯები , ხშირი არ არის და საკმაო გამბედაობას საჭიროებს მისი გადადგმა და მოდით ნურავინ შემედავებით , რადგან ვინც ერთხელ მაინც ყოფილა გისოსებს მიღმა, ძალიან კარგად იცის რაზე ვსაუბრობ. ის პოზიცია კი, რომ <ხელისუფლება აგონიაშია > – , ჩემი აზრით არ შეესაბამება დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ რეალობას და უფრო ხელისუფლების მხრიდან ,როგორც პოლიტიკურ ველზე , ისე საზოგადოებაში , იმ მოლოდინისა და განწყობების შექმნაზე მიგვითითებს , რომ – თითქოს ხელისუფლება თავიდან ბოლომდე აკონტროლებს , ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და ეს გზავნილი , არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით იყო გაკეთებული , არამედ უფრო ქვეყნის საზღვრებს გარეთ. რეალური სურათი ასეთია – ტურისტული სეზონი ჩავარდა , აჭარაში კანტიკუნდატ არის ჩამოსული დამსვენებელი , ტურისტული სეზონის პიკში , დოლარი სამ -ლარიანი ნიშნულს მიუახლოვდა, ტოტალური გაჭირვება და ეკონომიკური კრიზისი სექტემბრის თვიდან , სერიოზულად გამწვავდება და გაცილებით თვალში-საცემი გახდება , ეს ჩემი მოსაზრება არ გეგონოთ , საერთაშორისო ეკონომიკის ექსპერტების გაკეთებული ანალიზის შედეგია . ხაზარაძეს ბრალი წარუდგინეს , ანაკლიის პორტის მშენებლობა შეჩერებულია , ვინც ოდნავ მაინც არის ჩახედული და აკვირდებით პოლიტიკურ -პროცესს, ყველა ძალიან ნათლად ხედავთ ,კლასიკურ პოლიტიკურ კრიზისს , რომელიც არის დღეს ქვეყანაში . ხელისუფლების პოლიტიკა, კიდევ უფრო აგრესიული გახდება აღნიშნული კრიზისის ფონზე .თვითგადარჩენის და ხელისუფლბის შენარჩუნების ყველა მექანიზმი ამუშავდება სრული სიმძლავრით შემოდგომიდან და ყველაფერზე ასევე გავლენას მოახდენს მსოფლიოში მიმდინარე გეო-პოლიტიკური ცვლილებები . ერთი საკითხი და დავასრულებ -ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულება , მას შემდეგ აღარ შეცვლილა რაც , აწ უკვე ბელორუსიაში მოკლული -ბონდო შალიკიანის , მეუღლის ღამის – პერანგში ,, გატელევიზორების,, შემდეგ შემექმნა მისადმი. მადლობა ყურადღებისთვის !

კომენტარები