სერბეთის პატრიარქი კორონავირუსით გარდაიცვალა

-„სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი, პატრიარქი ირინეუსი კორონავირუსით გარდაიცვალა“, – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო, გიცნობდით. ისეთი დიდი ადამიანები, როგორიც თქვენ ხართ, არასდროს ეძლევიან დავიწყებას,“- წერს სერბეთის ლიდერი Instagram-ის გვერდზე.

90 წლის პატრიარქი ინფექციურ კლინიკაში 4 ნოემბერს გადაიყვანეს. 15 ნოემბერს მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.

კომენტარები