სერბი ნათელმხილველი: ამერიკას და კანადას წყალდიდობა გაანადგურებს. ევროპაში ახალი კავშირი ჩამოყალიბდება:

სერბი ნათელმხილველი,

ვერიცა ობრენოვიჩი

2012 წელს პროგნოზირებდა მსოფლიოში ამჟამად მიმდინარე მოვლენებს.

მისი მრავალი წინასწარმეტყველება ახდა!

ახდება თუ არა დანარჩენი, სენსაციური პროგნოზები?

იხილეთ ვიდეო:

ვერიცა ობრენოვიჩის წინასწარმეტყველებების ნაწილი დიდი სიზუსტით ახდა, ზოგიერთი პროგნოზი კი, აღსრულების მოლოდინშია!

ვერიცა ობრენოვიჩიმას „სერბ ვანგას,“ ხანაც, „სერბ ნოსტრადამუსს“ ეძახდნენ. მთელი ცხოვრება მთავრობასთან და სამხედროებთან თანამშრომლობაში გაატარა. ნათელმხილველის პროგნოზები ეხებოდა როგორც მსოფლიო პოლიტიკურ მოვლენებს, ასევე სტიქიურ უბედურებებს და ეს პროგნოზები დღემდე უდიდესი სიზუსტით ხდება!

წინასწარმეტყველის გვარი ობრენოვიჩი – სერბეთის თავადთა დინასტიას ეკუთვნის. ამ გვარის მატარებლები  არაერთხელ იყვნენ ქვეყნის სათავეში. ბოლო წარმომადგენელი გახლდათ მეფე ალექსანდრე ობრენოვიჩი, რომელიც სერბეთს 1889 წლიდან 1903 წლამდე მართავდა.

მისი პირადი ცხოვრების შესახებ ძალზე ცოტაა ცნობილი, რადგან ვერიცა ობრენოვიჩი იუგოსლავიის არმიის გენერალური შტაბის წევრი ბრძანდებოდა. ამავე მიზეზით, მისი წინასწარმეტყველებები, ბიოგრაფია და ფოტოებიც კი – მკაცრად გასაიდუმლოებული იყო და მის შესახებ ინფორმაციები საზოგადოებამდე ვერ აღწევდა. მხოლოდ 2010 წლის შემდეგ აეხსნა ტაბუ ვერიცას წინასწარმეტყველებების მცირე ნაწილს და ესეც კი საკმარისი გახდა, ხალხის გასაოგნებლად.

ვერიცა ობრენოვიჩი ჯერ იუგოსლავიის, შემდეგ კი, სერბი უმაღლესი ჩინოვნიკების თხოვნით წინასწარმეტყველებდა მოვლენებს, რის საფუძველზეც, ეს თანამდებობის პირები პოლიტიკურ ვექტორებს აგებდნენ. ამგვარად, ვერიცამ იწინასწარმეტყველა სლობოდან მილოშევიჩზე თავდასხმა, ასევე, კოსოვოში იხილა „ყვითელი სახლი,“ სადაც ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა მიმდინარეობდა.

2015 წელს ვერიცა ობრენოვიჩმა დიდი სიზუსტით იწინასწარმეტყველა  სერბულ არმიასთან კოსოვოელი ალბანელების სამხედრო შეჯახების შესახებ; ასევე ჩერნოგორიელების (მონტენეგროელიების) და ალბანელების ომზე. მიაჩნდა, რომ ალბანელებთან სერბების კონფლიქტის შემდეგ მაკედონია სერბეთს შეუერთდებოდა.

სერბი ნათელმხილველის წინასწარმეტყველებები მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსაც შეეხო. მაგალითად, ვერიცა ობრენოვიჩმა ჯერ კიდევ, 2012 წელს იწინასწარმეტყველა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი ომამდე მივიდოდა და განვითარდებოდა იმავე სცენარით, რაც იუგოსლავიაში განხორციელდა. ნათელმხილველმა წინასწარ იხილა 2014 წლის „ყირიმის გაზაფხული“ და ვიქტორ იანუკოვიჩის მოსკოვში გაქცევა. მანვე ზუსტად განსაზღვრა დოლარის ღირებულების დავარდნის ფონზე რუსეთს, ინდოეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობათა განმტკიცება.

ნათელმხილველმა არა მხოლოდ რუსეთსა და სერბიაში, არამედ 2016-2030 წლებში მთელს მსოფლიოში მოსალოდნელი მოვლენებიც წინასწარ აღწერა. ვერიცა ობრენოვიჩის წინასწარმეტყველების მიხედვით, ევროკავშირი და ნატო ძალიან მალე დაიშლებიან. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ირანი და ისრაელი, ასევე, აშშ და ჩრდილოეთ კორეა. მისი ხილვების თანახმად, ნაკუწ-ნაკუწ დაიშლება დიდი ბრიტანეთი, იტალია და ესპანეთი.

ვერიცა ობრენოვიჩის წინასწარმეტყველებათა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საფრანგეთში 2023 წელს მოსალოდნელ მასობრივ არეულობას, რაც დიდი სიზუსტით ახდა.

ასევე, ობრენოვიჩი თვლიდა, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კვიპროსს ომით გამოიხსნის თურქეთისგან და საბერძნეთს გადასცემს; რომ, ჩერნოგორიელი (მონტენეგროელი) პოლიტიკოსი მილო ჯუკანოვიჩი თავს მოიკლავს; ვატიკანი კი, დაეცემა.

ვნახოთ…

პოლიტიკურ მოვლენებთან ერთად, ვერიცამ ბუნების კატაკლიზმებიც იწინასწარმეტყველა. მაგალითად, 2007 წელს ობრენოვიჩმა იწინასწარმეტყველა აზიაში ტრაგიკული მოვლენები: მისი სიტყვებით, ჩინეთში მოხდება კატასტროფა, რის შედეგადაც მრავალი ადამიანი დაიღუპება და სამდღიანი გლოვა გამოცხადდება; ხოლო იაპონიას თავს დაატყდება ცუნამი და ელექტროსადგურზე ავარია. 1 წლის შემდეგ, ჩინეთში, სეჩუანის პროვინციაში დამანგრეველმა მიწისძვრამ ათეულათასობით ადგილობრივი მოსახლე შეიწირა, ხოლო 2011 წელს მიწისქვეშა ბიძგებით გამოწვეულმა ცუნამმა იაპონიაში, „ფუკუსიმა-1“ ატომურ ელექტრო სადგურზე მძაფრი პრობლემები განაპირობა.

მისი ზოგიერთი პროგნოზი ჯერ არ ასრულებულა. მაგალითად, მას სჯეროდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში – იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში, ასევე იტალიაში – ეტნას მთაზე სუპერვულკანები ამოიფრქვევა; ხოლო სკანდინავიის ქვეყნებს მიწის პირისგან აღგვის წყალდიდობა.

სამაგიეროდ, 2016 წელს წინასწარმეტყველმა ისაუბრა 2021 წელს კალიფორნიაში მოსალოდნელი ტყის ხანძრების შესახებ, რაც აცხადდა!

ხოლო, COVID-19-ის გამოჩენამდე ათი წლით ადრე, ვერიცამ ლაბორატორიაში ვირუსის შექმნაზე მიანიშნა, რომელიც პლანეტაზე მასობრივ ბიოლოგიურ ომს დაუდებდა საფუძველს. ესეც, ფაქტობრივად, აცხადდა!

ქალმა ასევე იწინასწარმეტყველა, რომ 2015 წელს მსოფლიო შეიტყობდა მომაკვდინებელი ვირუსის შესახებ, რომელსაც შეუძლია სისხლძარღვოვანი სისტემის დაზიანება. ვირუსი ლაბორატორიების კედლებიდან გაეპარებათ, ლეიკემიაზე ბევრად უარესი აღმოჩნდება, ვიდრე რუსები მის წამალს გამოიგონებენ…

„სერბმა ვანგამ“ ჯერ კიდევ 2012 წელს ძალიან ზუსტად აღწერა ყველა მოვლენა, რომელიც 2020 წლამდე უნდა მომხდარიყო. ის ირწმუნებოდა, რომ „რუსეთი მოიგებს ომს, ვინაიდან გააჩნია უნიკალური იარაღი; რომ რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომლის წინაშეც დანარჩენი ქვეყნები ქედს მოიხრიან…

ვერიცა ობრენოვიჩის ერთ-ერთი წინასწარმეტყველების თანახმად, მთელი სამყარო რამდენიმე დღის განმავლობაში უკუნეთში დაინთქმება. მზე აღარ გამოჩნდება, აცივდება და დადგება მცირე გამყინვარება. ეს წინასწარმეტყველება გარკვეულწილად, წმიდა წერილში ნაწინასწარმეტყველევ, მოსალოდნელ მოვლენებსაც შეგვახსენებს. ჯერჯერობით არავინ იცის, უწერია თუ არა აღსრულება…

ნათელმხილველი ხედავდა ავიაკატასტროფებს და სხვა მრავალ უბედურებას. იწინასწარმეტყველა, რომ წყლის მოწამვლის გამო ადამიანები მიატოვებენ მშობლიურ ქალაქებს, გადასახლდებიან სოფლებში და მხოლოდ ამგვარად გადარჩებიან…

ამ პერიოდში რუსეთის ფედერაციაში ახალი ლიდერი გამოჩნდება, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან დაიხსნის.

წინასწარმეტყველი იძლეოდა გაფრთხილებას, რომ დასავლეთი მიზანმიმართულად აბინძურებს საჰაერო სივრცეს, მიანიშნებდა ქიმიურ დაბინძურებაზეც.

ნათელმხილველს მიუჩინეს პირადი ოპერატორი, ალექსანდრე მიტროვიჩი, რომელიც მის ყველა პროგნოზს ვიდეოფირზე იწერდა. სპეცსამსახურები ჩანაწერებს მკაცრად ასაიდუმლოვებდნენ. ათწლეულების განმავლობაში ერთობლივი მუშაობის პროცესში ოპერატორი დაუახლოვდა არა მხოლოდ ვერიცას, არამედ მის მეუღლეს და ოჯახსაც. სერბმა წინასწარმეტყველმა სწორედ ეს ოპერატორი ალექსანდრე აქცია თავის მოსწავლედ და მემკვიდრედ. ალექსანდრემ შეძლო, თავისი მასწავლებლის და მენტორის ზოგიერთი წინასწარმეტყველება მისი სიკვდილის შემდეგ გაესაჯაროებინა. ალექსანდრე მიტროვიჩი 2023 წლის ზაფხულში რუსეთის ტელეარხ „Россия-1“ – ზე მიმდინარე თოქ-შოუს „პირდაპირი ეთერი“ სტუმრად ეწვია და ვერიცას ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდზე, ასევე ზოგიერთი წინასწარმეტყველების შესახებ ისაუბრა.

ვერიცა ობრენოვიჩი 2019 წლის 22 ივლისს გარდაიცვალა. ამის შესახებ იუწყებოდა სოციალური ქსელი „ფეისბუქი,“ თუმცა, სიკვდილის მიზეზი არ გასაჯაროვებულა.  ნეკროლოგის კომენტარებში მომხმარებლები წერდნენ, რომ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ობრენოვიჩმა ტრავმა მიიღო, მაგრამ კიდეც გამოჯანმრთელდა.

სერბი წინასწარმეტყველი ვერიცა ობრენოვიჩი ბელგრადში, ორლოვიცას სასაფლაოზეა დაკრძალული.

ვერიცა ობრენოვიჩის წინასწარმეტყველება

2012 წელს:

“რუსეთი მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი ქვეყანაა! მას აქვს იმგვარი იარაღი, რაც არ გააჩნიათ არც ჩინელებს, არც ამერიკელებს და რისგანაც ამერიკელებს აცახცახებთ!

ყირიმი გამოეყოფა უკრაინას და შეუერთდება რუსეთს!

უკრაინასა და რუსეთს შორის იქნება ომი, რისთვისაც რუსეთი უნდა მოემზადოს.

უკრაინა რუსეთის შემადგენლობაში შევა. ვხედავ, ომის შემდეგ რუსული და უკრაინული ბაირაღების ქნევით როგორ როგორ ეგებება უკრაინელი ხალხი რუსებს.

თანდათან, ბელორუსიც დაუახლოვდება რუსეთს.

რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი გარდაუვალია. უკრაინელები ამ ომს წააგებენ. ომისგან გასარიდებლად  მრავალი უკრაინელი ან რუსეთში, ან დასავლეთში გაემგზავრება.

რუსეთი მსოფლიოში ერთადერთ იმპერიად იქცევა, რომელსაც სხვა ქვეყნები ქედს მოუხრიან!

2015 წელს:

ირანი „ბრიქსის“ ქვეყნებს შეუერთდება, რომელშიც გაერთიანებულები იქნებიან რუსეთი, ჩინეთი და ინდოეთი. ირანი, გამოექომაგება რა, პალესტინელებს, თავს დაესხმება ისრაელს, მაგრამ, ამ ომს გამარჯვებული არ ეყოლება!

მსოფლიოს ცენტრი გახდება ინდოეთი, ჩინეთი და რუსეთი. სწორედ ეს ქვეყნები შეუდგებიან  მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებების მიღებას.

ბრიტანეთი დაიშლება ინგლისად და შოტლანდიად. ესპანეთი გაიყოფა. იტალიაც გაიყოფა სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებად. დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში ტერორისტული აქტები მოხდება. ვხედავ სატრანსპორტო კატასტროფებსაც. საფრანგეთს პროტესტის ტალღა და ქუჩებში შეტაკებები მოიცავს.

შვედეთი წყლის ქვეშ აღმოჩნდება. წყალდიდობებს ვხედავ სკანდინავიის ქვეყნებშიც. ისინი ყინულეთის დნობის შედეგად აღმოჩნდებიან წყალქვეშ. ეს ეხება ჰოლანდიას, ნორვეგიას, ფინეთს, შვედეთს, დანიას. ისინი წყალქვეშ აღმოჩნდებიან და შეიძლება ითქვას – არსებობას შეწყვეტენ.

ამერიკის ეკონომიკა ჩამოიშლება. რუსეთის და ჩინეთის გავლენით, ამერიკული დოლარი დაკარგავს ფასს და “მსოფლიო ვალუტის” სტატუსს, ხოლო რუსული რუბლი გამყარდება. ამერიკა აღარ იქნება მსოფლიოსთვის საფრთხის მომტანი და, აღარც დომინანტი იქნება. ეს ქვეყანა ვეღარ შეძლებს ომების წარმოებას.

ნავთობზე ფასები დაეცემა.

2016 წელს:

ამერიკას და კანადას წყალდიდობა და მიწისძვრები  გაანადგურებს! ამერიკის ერთ სანაპიროს – კალიფორნიას ხანძარი მოიცავს; მეორე სანაპიროს – წყალდიდობები გაანადგურებს. იქნება უზარმაზარი ტალღები და სხვადასხვა სიძლიერის გრიგალი და ურაგანი. ვხედავ: ირხევა პალმები და ინგრევა სახლები. ზოგიერთი ქალაქი და შტატიც კი – მიწის პირისგან აღიგვება.

ვერიცა ობრენოვიჩის პროგნოზების თანახმად, 2016-2030 წლებში მსოფლიოში მოსალოდნელია ეს მოვლენები:

რუსეთი და „ბრიქსის“ ქვეყნების ჯგუფი მსოფლიოს არენაზე ამერიკას შეცვლიან.

ევროკავშირი დაიშლება და მის ადგილზე ახალი ევროკავშირი შეიქმნება. სერბეთი ამ ახალ ევროკავშირს მიუერთდება, მაგრამ იქ ძველი წევრების ნაწილი, მაგალითად, ხორვატია და სლოვენია აღარ გაერთიანდება. ამ ქვეყნებში კრიზისი დაისადგურებს. საკვების შეძენას კრედიტით შეუდგებიან…

ნატოს დასტოვებს წევრი ქვეყნების უმრავლესობა. ალიანსი დაიშლება და იგი მხოლოდ ამერიკაში დარჩება.

ზოგიერთი ქვეყანა რუსეთს თავად შეეხვეწება, მათ ქვეყანაში სამხედრო ბაზები განთავსოს. მაგალითად, ჩეხეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი მოისურვებენ, მათ ქვეყნებში რუსული ბაზები ჩადგნენ.

ესტონეთი, ლიტვა და ლატვია რუსეთს საკუთარი ნებით შეუერთდებიან, როცა რუსეთი თავის საზღვრებს ევროპისკენ გაიფართოვებს.

ჩინეთი, რუსეთი და ინდოეთი – მსოფლიოს ცენტრად იქცევიან. სწორედ ისინი დაიწყებენ, მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას!

აზიაში შეტაკებები გაგრძელდება, მაგრამ ამერიკა სამხრეთ კორეიდან ჯარებს გაიყვანს, რაც სიტუაციის ესკალაციას შეასუსტებს.

ვხედავ, ჰაერში ერთმანეთს ეჯახება ამერიკული და ჩრდილო კორეული რაკეტები. ჩინეთიც და რუსეთიც უნდა შეემზადონ ამ ორი ქვეყნის კონფლიქტისთვის!

იტალიაში ვულკანი ეტნა გაიღვიძებს. ვხედავ ლავის ამოფრქვევას და ქვათაცვენას ვხედავ. იტალიაში მიწისძვრები დაიწყება. ვულკან ეტნას მახლობლად მცხოვრები პანიკაში მყოფი მოსახლეობა საცხოვრებელი კერებიდან გადაიხვეწება…

მოამზადა ზაზა დავითაიამ

 

 

კომენტარები