სერგეი გავრილოვის ვიდეომიმართვა ქართველებს – ყველაფერს ვიღონებ, რათა ჩვენს ურთიერთობებში დაისადგუროს ურთიერთგაგებამ, ურთიერთპატივისცემამ, თანასწორუფლებიანობამ და… ბოლოსდაბოლოს, სიყვარულმაც!

ძვირფასო მეგობრებო!

ვლადიმერ პოზნერის ინციდენტთან დაკავშირებით, მინდა რამდენიმე სიტყვა გითხრათ, რადგან ასეთი შემთხვევა უკვე აღარ არის პირველი, რუს ტურისტებთან მიმართებაში.

ალბათ, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, ვის ინტერესებშია, რომ კარანტინის დასრულების შემდეგ საქართველოში რუსი ტურისტები აღარ დაბრუბდნენ? ის რუსი ტურისტები, რომელთა უმრავლესობას საქართველოს სიყვარულის კეთილი გზავნილი მოაქვთ, რადგან საქართველო, განსაკუთრებით, მისი უფროსი თაობა –  რუსი ხალხის ცნობიერებაში, ისტორიულად სტუმართმოყვარეობის, გულითადობის მზიან მხარედ არის შემორჩენილი.

სამწუხაროდ, ქართველ ახალგაზრდობას ნაკლებად ახსოვს ჩვენი საერთო წარსული, რომ რუსეთი ხშირად იყო საქართველოს მხსნელი მისი სამხრეთელი მეზობლების ძალმომრეობისგან;  არ ახსოვს საერთო მსხვერპლი, არ ახსოვს რუსი მეომრები, რომლებიც ქართულმა მიწამ მიიბარა, არც მრავალი ქართველი – რომლებიც ასტრახანსა და პეტერბურგში არიან დაკრძალულები. არც 1945 წელს ჩვენი საერთო გამარჯვების მნიშვნელობა ახსოვთ, რომელშიც ქართველმა ხალხმა, სხვათაშორის, უზარმაზარი წვლილი შეიტანა! სწორედ საქართველოში გროვდებოდა წითელი არმის გამოსაკვებად პროდუქტები, საქართველოს ჰოსპიტლებში მკურნალობდნენ მძიმედ დაჭრილი მეომრები! საქართველოში შეაჩერეს მტერი, რომელსაც მთელი საბჭოთა ხალხის მიწის პირისგან აღგვა სურდა!

ქართველმა მეომარმა აღმართა გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე!

ჩვენი ფესვები, საერთო კულტურა, საერთო წარსული, ჩვენი მართლმადიდებლური ფასეულობები – შეუძლებელია, დავიწყებულ იქნას!

ვის აწყობს, ჩვენი წარსულის გადახაზვა და ამაზე დაყრდნობით მომავალში გზის გაკვალვა?

განა აშკარა არ არის, რომ ქართულ ეკონომიკას, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ვაჭრობასთან და ტურიზმთან, ასევე, უცხოეთში დასაქმებული ნათესავების გამოგზავნილ თანხებთან – ძალიან გაუჭირდება არაკეთილისმსურველი მეზობლების გარემოცვაში?

ვის ინტერესშია საქართველოს წაჩხუბება უახლოეს ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს  არა მხოლოდ ძველი მეგობრობა, არამედ, საერთო სარწმუნოებაც აკავშირებს?  ვფიქრობ, ამ კითხვებზე პასუხები ბევრ რამეზე აგვიხელს თვალს.

ექსტრემისტები, რომლებსაც თავის განდიდება ხალხების ტრაგედიაზე დაყრდნობით სურთ, ყველაფერს სჩადიან იმ მიზნით, რომ ქართველმა ხალხმა უარესად იცხოვროს, შემცირდეს ინვესტიციები ეკონომიკაში, არ ჩამოვიდნენ სტუმრები… მათ სურთ, საქართველოს ჰყავდეს სუსტი ხელისუფლება, ჰქონდეს სუსტი დემოკრატია, რომელიც ეკონომიკის, პოლიტიკის და კულტურის სფეროებში მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებს ვერ დაიცავს;  მათ სურთ საქართველო გადააქციონ ანტიდემოკრატიულ, ავტორიტარულ ქვეყნად, რომელიც გახდება თავისი როგორც ჩრდილოელი, ისე სამხრეთელი მეზობლების მიმართ მუქარის პლაცდარმი, ოღონდ ეს არ იქნება ქართველების ინტერესიდან გამომდინარე, რადგან საქართველოს ინტერესებში არ უნდა იყოს უკანასკნელ ცოცხლად დარჩენილ ქართველამდე მეზობელთან ომი!

ვფიქრობ რა, ჩვენს მომავალზე, მოვუწოდებ ყველას, ვისზეც ეს მომავალია დამოკიდებული – მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს, პარტიებსა და ორგანიზაციებს, ქვეყნების ხელმძღვანელებს – ყველაფერი იღონონ, რათა შევინარჩუნოთ და მომავლისთვის გავაძლიეროთ ჩვენი კონტაქტები ახალგაზრდებს შორის; კულტურის, სპორტის და პოლიტიკის მოღვაწეთა შორის, რათა ბინძური პროვოკაციები, რომლებიც ჩირქს ცხებენ ჩვენს ურთიერთობებს და საქართველოსა და რუსეთს შორის სპობენ კეთილგანწყობის აღდგენის პერსპექტივას – აღარ განმეორდეს!

სწორედ ეს მცდელობა არის როგორც საქართველოს, ისე რუსეთის წარმატებული განვითარების გარანტი. კავკასიაში მშვიდობა – ჩვენს ურთიერთნდობაზე და ურთიერთპატივისცემაზეა დამოკიდებული, ამიტომ, ვფიქრობ, დროულად შეჩერდებიან ისინიც, ვინც გაუცნობიერებლად აღვივებენ კონფლიქტების ხანძარს. დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ ჩვენი შვილები… ჩვენც გავაკეთებთ ყოველივე შესაზლებელს, რათა ჩვენს ურთიერთობებში დაისადგუროს ურთიერთგაგებამ, ურთიერთპატივისცემამ, თანასწორუფლებიანობამ და… ბოლოსდაბოლოს, სიყვარულმაც!

P.S.

 

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, დუმის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, სამოქალაქო და რელიგიური გაერთიანებების საკითხთა კომიტეტის“ თავმჯდომარემ, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო მსოფლიო ასამბლეის პრეზიდენტმა

სერგეი გავრილოვმა

ეს ვიდეომიმართვა ჩაწერა ექსკლუზიურად “თვალსაზრისისთვის,”                                     ჟურნალისტ ზაზა დავითაიას თხოვნის პასუხად.

 

კომენტარები