სერგეი გავრილოვი: „საქართველოს მთავრობის მომავალ მეთაურს, ეყოფა სიმამაცე რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე გავიდეს, თანამშრომლობის აღდგენის მიზნით“

რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცვლილება შეაფასა:

„საქართველოს პრეზიდენტისგან დამოუკიდებელ, საქართველოს მთავრობის მომავალ მეთაურს, ეყოფა სიმამაცე რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე გავიდეს, თანამშრომლობის აღდგენის მიზნით.

ივნისის დარბევისას გიორგი გახარია ხისტი პოზიციით იყო გამორჩეული“.

სერგეი გავრილოვი  საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში იყო ჩამოსული. ასამბლეის სხდომის პარლამენტში ჩატარებისას გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა. ამას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა.  21 ივნისს პოლიციამ ძალის, რეზინის ტვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალეს.

 

კომენტარები