სერგეი ლავროვათან შეხვედრისას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს საკითხი განიხილა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვათან შეხვედრისას ეუთოს თავმჯდომარემ, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს საკითხი განიხილა.
ან ლინდე ვიდეომიმართვას ავრცელებს, -„შვედეთი, ეუთოს თავმჯდომარის რანგშიც განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას.
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის რანგში, შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი რეგიონალური ტურის ფარგლებში, უახლოეს მომავალში საქართველოსაც ეწვევა.