სერგეი ლავროვი – „აშშ და მისი მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ისე იქცევიან, როგორც სპილო ჭურჭლის მაღაზიაში“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ფეისალ ბენ ფარჰან ალ-საუდს შეხვდა, შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციას გამართეს.

-„აშშ და მისი მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში იქცევიან, როგორც სპილო ჭურჭლის მაღაზიაში.  რუსეთი ეთანხმება, -სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევა, ასევე გარედან მათთვის გარკვეული იდეოლოგიური სქემებისა და დანიშნულების დაწესება დაუშვებელია.

არავინ არ უნდა გააკეთოს ეს. ჩვენ, სამწუხაროდ ვხედავთ, როგორ ხდება ეს ახლო აღმოსავლეთში. აშშ და მისი ახლო მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში იქცევიან, როგორც სპილო ჭურჭლის მაღაზიაში: ერაყი, ლიბია, სირიის არაბული რესპუბლიკის განადგურების მცდელობები. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ძალიან მძიმე შედეგები მოაქვს რეგიონების ქვეყნებისთვის, ხალხებისთვის, რომლებიც აქ ცხოვრობენ“, – განაცხადა  სერგეი ლავროვმა.

კომენტარები