სერგეი ლავროვი: „დონბასში არსებულ სიტუაციასა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებში ანალოგიები არსებობს, თუმცა“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა:

-„დონბასში არსებულ სიტუაციასა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებში ანალოგიები არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანი განსხვავებაცაა.

როდესაც მიხეილ სააკაშვილმა აგრესია განახორციელა ცხინვალში, სამშვიდობოების პოზიციებზე, მათ შორის, რუსი სამშვიდობოების, არ გაფორმებულა მინსკის შეთანხმების ანალოგიური შეთანხმება. მედვედევ-სარკოზის დოკუმენტს, რომელიც მთელი რიგი ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებდა, საქართველომ ხელი არ მოაწერა. მას შემდეგ, რაც მოსკოვში შეთანხმებას მიაღწია, სარკოზი ჩაფრინდა თბილისში, სააკაშვილის მხრიდან დოკუმენტზე მხარდაჭერა უზრუნველეყო.

სააკაშვილმა ამ დოკუმენტს  მხოლოდ ძირითადი დებულებების წაშლით მოაწერა ხელი. ყველა ფურცელი იწყებოდა ფრაზით, პრეამბულით – რუსეთის ფედერაცია და საფრანგეთის რესპუბლიკა ცდილობენ ამიერკავკასიაში სიტუაციის ნორმალიზებას, საქართველოს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზებს სთავაზობენ: ცეცხლის შეწყვეტას. სააკაშვილმა ამოშალა ეს. აღმოჩნდა, – პირველი საკითხი ცეცხლის შეწყვეტაა, იმ დროის შემდეგ დასავლეთი ჩვენგან ამ შეთანხმების შესრულებას ითხოვს.

დონბასის შემთხვევაში, სიტუაცია სხვაგვარი იყო, მინსკში, „ნორმანდიის ფორმატის ”ლიდერების მონაწილეობით ჩატარებული 17-საათიანი მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო, რომელიც გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ორი დღის შემდეგ დაამტკიცა“.

კომენტარები