სერგეი ლავროვი – „მოსკოვს სურს იყოს ქართველი ხალხის მეგობარი“

„მოსკოვს სურს იყოს ქართველი ხალხის მეგობარი“, –  განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას „რია ნოვოსტი“ ავცრელებს.

ლავროვმა კომენტარი გააკეთა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით:

„მე ამ გადაწყვეტილების შესახებ არაფერი მსმენია. ყველა შემთხვევაში, ეს საქართველოს საქმეა. ნებისმიერი სიტუაცია, რომლებიც  საქართველოს შიდა საქმეს ეხება, ამ სამართლის საფუძველზე უნდა წყდებოდეს“.

 

კომენტარები