სერგეი ლავროვმა დასავლეთს მოუწოდა რუსული საფრთხის ფანტომის კულტივირება  შეწყვიტონ

-„ვიდრე არ არის გვიან, დასავლეთმა უარი უნდა თქვას რუსული საფრთხის ფანტომის კულტივირებაზე და გაიხსენოს თუ რა გვაერთიანებს.

ევროპულ საქმეებში ნდობის კრიზისი ძალიან იგრძნობა. დაძაბულობა, აღმოსავლეთით, ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის წინ წაწევა, რუსეთის საზღვრებთან უპრეცედენტოდ მასშტაბური სამხედრო სწავლებების ჩატარება, თავდაცვითი ბიუჯეტების გაზრდა – ყველაფერი ეს არაპროგნოზირებადობას ზრდის, იქმნება ცივი ომის დაპირისპირების სტრუქტურა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

2020 წლის მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენცია 14-16 თებერვალს იმართება. საქართველოს დელეგაცია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მონაწილეობს.

 

კომენტარები