სერგეი შამბა: „საქართველოსთან პოლიტიკური კონტაქტების დასამყარებლად, საჭიროა მშვიდობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება“

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყებამ გამოაქვეყნა განცხადება:

პარტია „ედინაია აბხაზიას“ ლიდერი სერგეი შამბა აცხადებს:

-„პოლიტიკური კონტაქტების დასამყარებლად და მნიშვნელოვანი შედეგების მისაღებად, აუცილებელია სამშვიდობო შეთანხმების დადება და იმ პოლიტიკაზე უარის თქმა, როდესაც აფხაზეთს უწოდებენ ოკუპირებულ ტერიტორიას და ყველაფრის ისე წარმოჩენა სურთ, თითქოს, ჩვენი ქმედებები რუსეთისგან არის ნაკარნახევი. ჩვენ რუსეთთან შეთანხმება გვაქვს და ამ დოკუმენტით ვიმოქმედებთ. როდესაც ასეთი დრო დადგება, იქნება რეალური შედეგი. ახლა კი, საუბარი იმაზე, რომ საჭირო არ არის დიალოგი, სისულელეა. მე ვერ წარმომიდგენია, ამას როგორ ამბობენ ჭკვიანი ადამიანები.

ქვეყნები მოლაპარაკებებს მართავენ სხვადასხვა დონეზე აფხაზეთში ომის დასრულების შემდეგ.

ამის მაგალითია,1997 წელს ვლადისლავ არძინბასა და ედუარდ შევარდნაძეს შორის ხელმოწერილი შეთანხმება ძალისა და მუქარის გამოუყენებლობის შესახებ.

ჩვენ ვართ მეზობელი ქვეყნები და, რა თქმა უნდა, როგორმე საერთო ენა უნდა გამოვნახოთ“.

ამ ინფორმაციას „სპუტნიკი“ ავრცელებს.

კომენტარები