სერგი კაპანაძე – „მოიგონა სრული აბსურდი, – თეა წულუკიანი პანიკაშია, რადგან იცის, – არჩევნებს აგებს“

-„როგორც ჩანს, წულუკიანი პანიკაშია, იცის, ამ არჩევნებს აგებს. ახლა მოიგონა სრული აბსურდი, პრეტენზიას გამოთქვამს, – არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ის არ ცნობს, არჩევნებს დააკვირდებიან. ზოგადად, წულუკიანი ხომ არც ერთ არასამთავრობოს არ ცნობს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ორგანიზაცია თავისი საქმიანობით ძალიან ცნობილია თუ ნაკლებად ცნობილი, ის ცნობს მხოლოდ თავის არასამთავრობოებს. ის ახლა აპროტესტებს, ადგილობრივი ორგანიზაციები თუ დააკვირდებიან არჩევნებს იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობა არის ნაკლები. ქალბატონმა წულუკიანმა რაღაც სია რომ წაიკითხა, ტყუილებით გაავსო იქაურობა, ძალიან მაინტერესებს, რატომ არ წაიკითხა დამკვირვებლების სიაში საქართველოს პროფესიული განათლების და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი.

ბატონო დავითაშვილი, მათი არასამთავრობო, რომელიც აკვირდება, ან რატომ არ წაიკითხა გრიგოლ გაგნიძის „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“, რომელიც ასევე მათი არასამათავრობოა. ლადო ბოჟაძე, ალბათ გსმენიათ, მათი დაქირავებული ექსპერტია, მისი ორგანიზაცია- „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი“, ასევე, ალბათ გსმენიათ ნანა კაკაბაძე, მისი ორგანიზაციაა „ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის“ ან „სახელმწიფო და მოქალაქე“, „მწვანე დედამიწა“.

თავად აკეთებენ ამას, ჰყავთ დამკვირვებლები, ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, სადამკვირვებლო ორგანიზაციებში ისეთებიც იქნებიან, რომ მათ არ მოსწონთ ეს მთავრობა“, რომელსაც კავშირი აქვს ოპოზიციურ პარტიებთან ან განწყობა აქვთ ოპოზიციური. ამაში რა არის პრობლემური. მათ ეშინიათ დამკვირვებლების და არ უნდათ, რომ არჩევნებს ბევრი ადამიანი აკვირდებოდეს, რადგან როგორც ჩანს, იმედი აქვთ, რაღაცას გააყალბებენ, იძალადებენ ან სხვა ინსტრუმენტს გამოიყენებებ. ეს არ გამოუვა არც წულუკიანს და არც მის უფროს ივანიშვილს. აუცილებლად დამარცხდებიან ამ არჩევნებზე, მათ შორის იმის გამო, რომ ამ არჩევნებზე ბევრი დამკვირვებელი იქნება.

ხელისუფლებას არ სურს, საპარლამენტო არჩევნებს ბევრი ორგანიზაცია აკვირდებოდეს“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, თეა წულუულუკიანმა განაცხადა, 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან, ერთი მეოთხედი, 32 მათგანი, არის ან პირდაპირ დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან, ან მათთან ამა თუ იმ ფორმით აფილირებული.

კომენტარები