„სერიოზულად ვერ აღვიქვამ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას – მსოფლიო ისტორია ბევრ მოხერხებულ, ეშმაკ მმართველს იცნობს. მაგრამ ყოველ მათგანს ნიღაბი ჩამოაძრო. ისტორიას ვერ მოატყუებ!“

 

-„როგორც საქართველოს მოქალაქე, სერიოზულად ვერ აღვიქვამ ივანიშვილის განცხადებას საქართველოს პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით.
ეს შეუძლებელია მთელი რიგი ობიექტური მიზეზების გამო!
ზუსტად ასეთი განცხადებები ადრეც გაუკეთებია, მაგრამ არ მგონია, იპოვოთ ქვეყნის ერთი მოქალაქე მაინც, რომელიც ამას დაიჯერებს. დაიჯერებს, რომ თუნდაც ერთი მინისტრი, ან პრემიერი გაბედავს და გადადგამს საპასუხისმგებლო ნაბიჯს ისე, რომ არ ჩახედოს თვალებში მეფეს, ან მის გარემოცვას! ის კი, მეფეა!
მეფეები საკუთარი ქვეყნების პოლიტიკიდან მხოლოდ ფიზიკურად, ან მომდევნო ხელისუფალის ინაუგურაციის შემდგომ მიდიან. მომდევნო ხელისუფალი კი არ არსბებობს და უახლოეს მომავალში არ იარსებებს. და თუ იარსებებს, ეს იქნება კიდევ ერთი მეფე, რადგან არც სააკაშვილი და არც ივანიშვილი არ იყვნენ მომხრეები, რომ ქვეყანაში დემოკრატია ყოფილიყო. მათ არ შექმნეს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი სამართალდამცავი და სასამართლო სისტემა. ამიტომაც, მთავრობას შეუძლია, დაარღვიოს ბევრი რამ და ამის გამო მას არავინ გაასამართლებს!
მსოფლიო ისტორია ბევრ მოხერხებულ, ეშმაკ მმართველს იცნობს. მაგრამ ყოველ მათგანს ნიღაბი ჩამოაძრო. ისტორიას ვერ მოატყუებ!
როდესაც მეფე ამბობს, რომ “მიდის” და როდესაც იგი რეალურად წავა – ეს ხომ, საორგანიზაციო გეგმის მიხედვით, ორი აბსოლუტურად განსხვავებული რამ არის. ხოლო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით, ჩემი შეხედულებით – შეუძლებელიცაა!
აუცილებელია დეტალების გათვალისწინებით შედგენილი გეგმა, მსგავსი გადაწყვეტილებების შედეგების ღრმა აღქმა. არ მჯერავს, რომ ივანიშვილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში მისი პოზიციის შესუსტებისა და მის ადგილას სხვა, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მოსვლის შემთხვევაში, ხალხი და ციხეგამოვლილი პოლიტიკოსები “მის სისხლს” არ მოითხოვენ. ხალხი მოისურვებს მეფისა და მისი მოხელეების ციხეში ჩასმას და ქონების ხელში ჩაგდებას. ეს სამწუხაროა, სისულელეა, მაგრამ – გარდაუვალი. სისულელეა, რადგან საქართველოს იხსნიან არა პოლიტიკური რეპრესიები და დამნაშავეების ძიება, არამედ, მხოლოდ პოლიტიკური რეფორმები, რომლებიც უფლის მიერ რჩეულ ქვეყანას ძალიან მდიდარ იმპერიად აქცევს!
არ მჯერავს, თუმცა ძალიან, ძალიან მინდა, რომ ივანიშვილმა სინდისის მიხედვით იმოქმედოს.
ლ. ჩერნოვეცკი
მეგობრებო, თუ თქვენ იცით, რომ მეზობელი, ან ნაცნობი გასაჭირშია, გააკეთეთ კეთილი საქმე და მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 📩 office-fsp@fsp.ge
ნუ აუვლით გვერდს სხვის უბედურებას! ასეთი ადამიანები ღმერთმა გამოგიგზავნათ, რათა შეძლოთ, გამოამჟღავნოთ თქვენი რწმენა უფლისადმი და დაუახლოვდეთ მას!“
კიევის ყოფილი მერი, ლეონიდ ჩერნოვეცკი
_________________________________________________________
Как гражданин Грузии, я не воспринимаю всерьез заявление Иванишвили об уходе его из политики Грузии.
Это невозможно по целому ряду объективных причин!
Почти такие же заявления он уже делал ранее, но вряд ли найдется хоть один гражданин страны, кто в это поверит. Поверит в то, что хоть один Министр или сам Премьер посмеет сделать что-нибудь ответственное, не заглянув в глаза Царю или его окружению! А он – Царь!
Цари уходят из политики своих стран только физически или после инаугурации преемника. Но ведь преемника нет и в ближайшее время не будет. А если и будет, то это будет еще один Царь, потому что ни Саакашвили, ни Иванишвили не были сторонниками демократии в стране. Они не создали независимую от власти правоохранительную и судебную систему. А потому власть может делать любые нарушения, и никто ее не осудит!
Почему я называю Иванишвили Царем Грузии? Да потому что это так и есть. В сегодняшней Грузии только он полноправный Правитель и никого другого после себя не оставил… Поигрался властью… Вот и весь итог.
Но даже если представить себе, что Иванишвили закроется наглухо у себя на даче и не будет брать телефон, останется его окружение, которого не видно публично, но именно оно – реальное Правительство в стране.
Простые и не простые люди в Грузии и лидеры европейских стран, которые нам помогают, все равно будут думать, что все, что ни происходит в Грузии, согласовывается с ним. И, полагаю, все они будут правы.
Мировая история видела много очень изворотливых хитрецов-правителей. Но всех и всегда выводила на чистую воду. Историю обмануть невозможно!
Ведь Царю сказать «я ухожу» и реально уйти – совершенно разные в организационном плане вещи. А в нынешней политической и экономической ситуации в стране, на мой взгляд, невозможные!
Необходим продуманный до мелочей план, глубокое понимание последствий таких решений. Не верю, что Иванишвили может думать, что в случае ослабления его позиций в стране и прихода на его место любой другой политической силы народ, да и политики, которые сидели в тюрьмах, не захотят его крови. Народ захочет тюрем и захвата имущества Царя и его придворных. Это грустно, глупо, но неизбежно. А глупо, потому что Грузию спасут не политические репрессии и поиск виновных, а только политические реформы, которые превратят Богом избранную страну в супербогатую державу!
Не верю, хотя и очень-очень хочется, что Иванишвили решил поступить по совести.
Л. Черновецкий
Друзья, если вы знаете о несчастье соседа или знакомого, сделайте Богоугодное, пишите нам на электронный адрес: 📩 office-fsp@fsp.ge
Не проходите мимо чужой беды! Несчастные люди даны нам свыше, чтобы мы могли проявить свою веру во Всевышнего и приблизиться к Богу.
კომენტარები