სექტემბერში მცირე გრანტების მორიგი კონკურსი დაიწყება

სექტემბერში მცირე გრანტების მორიგი კონკურსი დაიწყება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევების დასაძლევად, სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ გეგმაზე საუბრისას განაცხადა.
„კონკურსი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის სესხის თანადაფინანსებას, საკრედიტო – საგარანტიო სქემას, საერთაშორისო პლატფორმებზე საქართველოს შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.
გადავხედეთ ჩვენს შესაძლებლობებს. მივიღეთ კიდევ ერთი გადაწყვეტილება. სექტემბერში უკვე დაიწყება და დაანონსდება მცირე გრანტების მორიგი კონკურსი, მცირე გრანტების მორიგი პროგრამა და იქ პრიორიტეტად ცალსახად იქნება მცირე საოჯახო სასტუმროები,” – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები