სვანური ქუდი უკვირთ, ჩახდილი “მამაკაცი” კი, ჩვეულებრივი მოვლენაა! – ენრი ონიანი:

 – “გლობალისტები აღწევენ რასაც უნდა იმას, ქვეყნიდან გადის უამრავი ადამიანი და ძალიან მცირე ნაწილი ბრუნდება უკან, ჩემთვის პირადად ეს არის კატასტროფა, წარმოიდგინეთ, თუ ასეთი ვითარება გაგრძელდა ქვეყანაში, 10 წელიწადში ეთნიკური ქართველი იქნება ძალიან მცირე ნაწილი, შესაბამისად გაქრება ეროვნული თვითშეგნება და ქვეყანას მხოლოდ დარჩება სახელი…
ნელ-ნელა შემოდის უცხოური კულტურა და მისადმი გაფანატება, ყოველივე ქართული დაკარგავს თავის ღირებულებას და დაერქმევა “ძველი, ჩამორჩენილი”
სვანური ქუდით რომ დავდივარ, რაღაც უცხო ჰგონია ხალხს და უკვირთ, მაგრამ თუ კაცი გაივლის შეღებილი თმით ან ჩახდილი შარვლით, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა”
– წერს “ქართული მარშის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, ენრი ონიანი
კომენტარები