„სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო და თავად მცხეთა არის ქართული ისტორიის სიმბოლო“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  გიორგი გახარია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიას დაესწრო.

საქართველოში 14 ოქტომბერს დიდი რელიგიური დღესასწაული მცხეთობა–სვეტიცხოვლობა აღინიშნა.

გიორგი გახარიამ სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა:

„სრულიად საქართველო ზეიმობს და აღნიშნავს სვეტიცხოვლობას. სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო და თავად მცხეთა არის ქართული ისტორიის სიმბოლო. თითოეულ ქართველს გილოცავთ ამ დღეს. ჩემთვის დიდი პატივია, დღეს მქონდეს საშუალება, აქედან მოგილოცოთ“. .

დღესასწაულთან დაკავშირებით 10:00 საათიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

14 ოქტომბერს მართლმადიდებელმა ეკლესიამ სვეტიცხოვლობა აღინიშნა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ასევე წმიდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმიდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.

კომენტარები