სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ალექსანდრე ლუკაშენკოს – -„რეჟიმს 13 დღე აქვს, სამი სავალდებულო მოთხოვნა“

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ალექსანდრე ლუკაშენკოს სახალხო ულტიმატუმი წაუყენა, – ვადა 25 ოქტომბერს იწურება.

-„რეჟიმს 13 დღე აქვს, სამი სავალდებულო მოთხოვნა რომ შეასრულოს:

1. ლუკაშენკომ ხელისუფლებიდან წასვლა უნდა გამოაცხადოს.

2. ქუჩებში ძალადობა სრულად უნდა შეჩერდეს.

3. ყველა პოლიტპატიმარი უნდა გაათავისუფლონ“.

აღნიშნული მოთხოვნები თუ არ შესრულდება, მოსახლეობა ქუჩებში გამოვა, 26 ოქტომბერს ყველა საწარმოს ეროვნული გაფიცვა და გზების ბლოკირება დაიწყება.

ბევრჯერ ვთქვით, – მზად ვართ დიალოგისა და მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ გისოსებს მიღმა საუბარი დიალოგი არ არის“, – დასძინა მან.

23 სექტემბერს მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიმ კი თავი ბელარუსის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად გამოაცხადა.

ევროკავშირმა ბელარუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა.

კომენტარები