სვეტლანა ტიხანოვსკაია – „ლუკაშენკო „ადამიანურად წასვლის“ შემთხვევაში, უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს“

ძალაუფლების მშვიდობიანად დათმობის შემთხვევაში, ალექსანდრ ლუკაშენკო უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს. ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ უკრაინულ გამოცემა Левый берег-თან ინტერვიუში განაცხადა.

-„რა თქმა უნდა,  მშვიდობიანად და ადამიანურად თუ წავა, ამის ალბათობა იქნება. შეიძლება ითქვას, დარწმუნებული ვარ, – იქნება. მე, პირადად ყველას სახელით უნდა ვისაუბრო, ამ საკითხში თითოეული ადამიანის აზრი იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა ტიხანოვსკაიამ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, – მიიღებს თუ არა ლუკაშენკო უსაფრთხოების გარანტიებს, ტიხანოვსკაიამ უპასუხა: -„დიახ, მეტსაც“.

ბელარუსში 9 აგვისტოდან საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. გაერთიანებული ოპოზიცია ტიხანოვსკაიას თაოსნობით შედეგებს არ აღიარებს. ოპოზიციონერებმა საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ განაცხადებს, რომელიც ქვეყანაში ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის მომზადებით დაკავდება.

კომენტარები