სიახლე ნანა შარაშენიძის და პატარა ნიკოლოზის საქმეზე!

 – „ როგორც დაიგეგმა გუშინ, ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე და ქალბატონი ნანა დღეს მიბრძანდნენ პროკურატურაში და დაწერეს განცხადება ბატონი შოთაძის სახელზე, რათა გამოკვლიონ და დედას გააგებინონ სად იმყოფება მისი შვილი და რატომ მოხდა ამჟამინდელი მინდობილი ოჯახიდან ბავშვის სასწრაფო წესით გაყვანა!
განცხადება ჩაიბარეს, ველით რეაგირებას!

ასევე გაცნობებთ სასიხარულო ამბავს, “ახალ გარემოებებთანდაკავშირებით!
გუშინ ქალბატონი ნანა დროებით განვათავსეთ ბატონ დიმიტრის სახლში. დღეს კარგმა ქართველმა, რუსეთში მცხოვრებმა, ბატონმა ილია ძოწენიძემ ქალბატონ ნანას და ნიკოლოზს შემოსწირა 6000 ლარი, რაც ხდება საფუძველი სოც. მუშაკების მიერ ამ საქმისახალი გარემოებებისგანხილვისა და დედისთვის შვილის დაბრუნების კუთხით!
ამას ემატება ბატონ ლევან ჩაჩუა მიერ მეურვეობის კისრება, რაც ასევე დამატებით პლიუსად ჩაითვლებაახალ გარემოებებში“!

უახლოეს დროში ველით სოც. მუშაკებისმონდომებას” “ახალი გარემოებების შესასწავლადდა ამ საქმის დადებითად გადაწყვეტას!

იმედია მალე ჩაეხუტება პატარა ნიკოლოზი თავის დედიკოს!

გუშინ, ასევე ემიგრანტმა, გადმოუგზავნა ქალბატონ ნანას გარკვეული თანხა, სახლში ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად, რომელსაც ქალბატონი ნანა არ გვართმევდა, ყველა ემიგრანტს უჭირს, ეგენიც ჩემსავით შრომობენ ცხრა მთას იქითო, მაგრამ დავარწმუნეთ, რომ დახმარების მიღებით გაახარებდა იმ ადამიანს, რომელსაც ვუთვლით ასევე ათას მადლობას!

 – წერს მაია დვალიძე

კომენტარები