სიგარეტის ფილტრი გარემოს დიდ ზიანს აყენებს

ნიადაგში დარჩენილი სიგარეტის ნამწვი მცენარეთა ზრდას უშლის ხელს, – ამის შესახებ კემბრიჯის ანგლია რუსკინის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.

სიგარეტის ნამწვი ფართოდ გავრცელებული დამბინძურებელია,  აფერხებს მცენარეთა აღმოცენებასა და განვითარებას. ბალახის აღმოცენებას 10 პროცენტით, მცენარე სამყურასას კი – 27 პროცენტით, მათ სიგრძეს კი – 13 და 28 პროცენტით ამცირებს.

ყოველწლიურად გარემოში დაახლოებით 4.5 ტრილიონი სიგარეტის ნამწვი ხვდება. მსოფლიოში ყოველწლიურად 5.6 ტრილიონი სიგარეტის წარმოება ხდება, მათ ნარჩენს კი უპასუხისმგებლოდ ყრიან.

გარემოს საფრთხეს უქმნის, სიგარეტის ფილტრში შემავალი ინგრედიენტი- ცელულოზის აცეტატი. მის დაშლას სულ მცირე ერთი ათწლეული ჭირდება.

სიგარეტის ფილტრის აკრძალვის ინიციატივით  გარემოს დამცველი არაერთი აქტივისტი გამოვიდა. ისინი აცხადებენ, რომ სიგარეტის ფილტრს ჯანმრთელობის თვალსაზრისით არანაირი სარგებელი გააჩნია, ის გარემოს დიდ ზიანს აყენებს.

 

 

კომენტარები