„სითი მოლი საბურთალოს” სავაჭრო-გასართობი ცენტრის ოფიციალურად გაიხსნა.

„სითი მოლი საბურთალოს” სავაჭრო-გასართობი ცენტრის ოფიციალურად გაიხსნა.

ცენტრის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და „სითი მოლის“ ინვესტორმა, ბიზნესმენმა მინდია საბანაძემ.

ცენტრი ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარეობს. ცენტრის მშენებლობაში 210 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა და 3,500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

„სავაჭრო-გასართობი ცენტრის პროექტი ქართული ინვესტიციით განხორციელდა და მას მხარდაჭერა აღმოუჩინა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა 3,500 ახალი სამუშაო ადგილი”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები