სილამაზის დედოფალი სცენაზე დაეცა და ბიუსტჰალტერი დაკარგა

კონკურსის „მის ბელგია-2020“ გამარჯვებულს სცენაზე ფეხი დაუცურდა, დაეცა და ბიუსტჰალტერი დაკარგა. ეს ხდებოდა პირდაპირ ეთერში, წერს გამოცემა The Mirror.
იურიდიული უმაღლესი სასწავლებლის 23 წლის კურსდამთავრებული სელინ ვან უიტსელი (Celine Van Ouytsel) „მის ბელგია-2020“ ტიტულის მიღების შემდეგ სცენაზე გამოვიდა. ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. კიბის საფეხურზე ის წაბორძიკდა და დაეცა. ამ დროს ბიუსტჰალტერი გასძვრა და მის ფეხებთან დავარდა, იუწყება lenta.ru

მოდელი შესანიშნავად გამოვიდა უხერხული მდგომარეობიდან. ისეთი სახე მიიღო, თითქოსდა არაფერი მომხდარა, წამოდგა და გააგრძელა მოძრაობა. „დღეს მე საუკეთესო მაგალითი ვარ იმისა, რომ ცხოვრებაში უბრალოდ უნდა წამოდგე, თუკი დაეცი“ – განაცხადა გოგონამ.


მომხმარებლებმა 27 ათასჯერ ნახეს სოციალურ ქსელში მოდელის მიერ განთავსებული ეს ვიდეო. ინსტაგრამის ხელმომწერებმა გაამხნევეს კონკურსის გამარჯვებული. ერთ-ერთი მათგანი წერს: „მან ძალიან კარგად, გრაციოზულად გაართვა თავი შექმნილ სიტუაციას“

იხილეთ ვიდეო: https://play.md/6f1fee1b-5fdf-4138-8de8-f609733a9641


წყარო: Lenta.ru

კომენტარები