„სილქ როუდ ჯგუფი“ „რივიერას“ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს

 

„სილქ როუდ ჯგუფი“ „რივიერას“ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს, ბათუმის საკრებულომ ბათუმის მერიას აღნიშნულ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის მოსამზადებლად ადმინისტრაციული წარმოების დაწყება დაავალა.
პროექტის ჯამური ინვესტიცია, დაახლოებით მილიარდი ლარია, მოხმარდება, როგორც მრავალფუნქციური შენობების აშენებას, ასევე თანამედროვე იახტ-კლუბის მოწყობას.
მრავალსართულიანი კომპლექსის ბოლო სართულზე ვერტმფრენისთვის განკუთვნილი მოედანი იქნება. განხორციელდება ფრენები კურორტ გოდერძის და მესტიის სამთო-სათხილამურო კურორტების მიმართულებით.
ასევე აშენდება 2000 სტუმარზე გათვლილი კონგრესცენტრი, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით. ნებისმიერ სტუმარს, მთელი წლის განმვალობაში, სხვადასხვა პროფილის მომსახურებას შესთავაზებს.
„ბათუმი რივიერას პროექტის განხორცილების შედეგად შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. აჭარის ბიუჯეტში შეტანილი ქონების გადასახადი კი ყოველწლიურად დაახლოებით, 1.2 მილიონი დოლარი იქნება, პროექტის სრულად დასრულების შემდეგ კი – დაახლოებით 7 მლნ დოლარი. გათვალისწინებულია 2 ჰექტარი მიწის ფართობის გამწვანება და კეთილმოწყობა. აშენდება ამფითეატრი. მოეწყობა საზოგადოებრივი თავშეყრისათვის განკუთვნილი სივრცე. მწვანე ფასადის იქნება ასევე ყველა მაღალსართულიანი ნაგებობა,“- აღნიშნავენ „სილქ როუდ ჯგუფში“.
რივიერას ტერიტორია „სილქ როუდ ჯგუფმა“ 2006 წელს შეიძინა, საგადასახადო ორგანოს მიერ ორგანიზებულ აუქციონზე და სახელმწიფოს გადაუხადა 10,086,000 ლარი.

კომენტარები